კომპანია GWP-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სოფო ნატროშვილის განცხადებით, 2018-2020 წლებში „ჯივიპის“ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად წყალმომარაგება 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა.
სოფო ნატროშვილის თქმით, ბოლო წლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, რომელიც ორიენტირებულია წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებაზე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომხმარებლების მომსახურების ხარისხი.
,,მაღალი ხარისხის სასმელი წყლით მოსახლეობის სტაბილური უზრუნველყოფა მუდმივად მოითხოვს ინვესტირებას კომპანიის მხრიდან. 2018-2020 წლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 300 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც ორიენტირებული იყო კომპანიის ინფრასტრუქტურის - მაგისტრალური ქსელების, სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და სატუმბე სადგურების განახლება-განვითარებაზე. აღნიშნული პროექტების შედეგად 100 000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება”, - აცხადებს სოფო ნატროშვილი.
მისი თქმით, მომავალ სამ წელიწადში კომპანია 200 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რაც მნიშვნელოვანია წყალმომარაგების სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობისთვის.
(NS)