მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა

64148c5dd707a
ალა ისპირიანი
17.03.23 19:49
1495
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.  დაკავების ორდელი, გაიცა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართაც. 

ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია.

"დღეს, 2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პალატა II-მა გასცა დაპატიმრების ორდერი უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში ორი პირის მიმართ: ბ-ნი ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი და ქ-ნი მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები