მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის 3 პირი დამნაშავედ ცნო

64902154e2c35
BM.GE
19.06.23 13:51
529
თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დამნაშავედ ცნო.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დამნაშავედ ცნო.

ფულის გათეთრების მიზნით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი განათავსეს პირად საბანკო ანგარიშებზე და დანაწევრებით განახორციელეს ტრანზაქციები, ასევე უკანონოდ მიღებული თანხებით შეიძინეს ძვირადღირებული ავტომობილები, რა გზითაც დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ გამოძიების ეტაპზე დაყადაღებული, 360 000 ლარის ღირებულების სამი ავტომანქანა, 15 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები