11.აპრილი .2020 09:34

"ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება იმატებს" - სემეკი

views 692
უკან

"საოჯახო მეურნეობებში კომუნალურების მოხმარება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა საერთო ჭრილში ენერგიის მოხმარება შემცირებულია,"- ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.

დავით ნარმანია ამბობს, რომ ქვეყანაში ჰიდროლოგიური ვითარება უმჯობესდება, ამიტომ ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება ეტაპობრივად იმატებს.

"საოჯახო მეურნეობებში კომუნალურების მოხმარება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რადგან ადამიანები ძირითადად სახლში ატარებენ დროს. ხოლო, რაც შეეხება კომერციულ და საჯარო სექტორს, სადაც თანამშრომლები დისტანციურად მუშაობენ, ასევე ზოგიერთი ტიპის დაწესებულებები საერთოდ გაჩერებულია, ასეთ პირობებში კომერციულ სექტორში მოხმარება მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

რაც შეეხება რესურსებით უზრუნველყოფას, ამ თვალსაზრისით რაიმე სახის შეფერხება არ გვაქვს, იმატებს ეტაპობრივად ჰესების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება. გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული ტიპის წარმოებები იყო გაჩერებული, თბოსადგურები გარდაბანში სრული დატვირთვით არ მუშაობდა, შეიძლება ითქვას ძირითადი დატვირთვით მხოლოდ ერთი თბოსადგური მუშაობდა, მეორე დამხმარე ფუნქციას ასრულებდა. ასე რომ ზოგადად ენერგიის მოხმარება შემცირებულია,"- ამბობს სემეკის თავმჯდომარე

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა