მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩიკაგოს უნივერსიტეტი აუცრელ სტუდენტებს შორის კოვიდის გავრცელების შესახებ აცხადებს

6138c53926621
ნათია თაქთაქიშვილი
08.09.21 21:00
844
სასწავლო წლის განახლებიდან მალევე, ჩიკაგოს უნივერსიტეტი აუცრელ სტუდენტებს შორის კოვიდის უკონტროლო გავრცელების შესახებ აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, სტუდენტების უმრავლესობა საზაფხულო არდადეგებიდან უნივერსიტეტში დაბრუნებისას არ იყვნენ სრულად აცრილები, შესაბამისად ინფიცირებული სტუდენტებიდან 93 აუცრელი იყო, 43 მათგანს კი კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა ჰქონდა მიღებული.

ამასთან გამოცემა წერს, რომ კოვიდით ინფიცირებულ სტუდენტებს შორის 89-ს სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, ხოლო 57 მათგანი ნიღბის გარეშე ესწრებოდა სოციალურ შეკრებებს. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული სტუდენტებიდან მხოლოდ სამი მათგანი იყო სრულად აცრილი.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ ჩიკაგოს უნივერსიტეტის მაგალითი ცხადყოფს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, ნიღბის გამოყენება და არააუცილებელი მოგზაურობისგან თავის შეკავება.