მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია - შსს

613a14e47c433
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.21 18:07
668
ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ყვარელში ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენელმა ქეთი კოვზიაშვილმა განუცხადა.

„არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ყველა დეტალის გაჟღერება არ შემიძლია. ამ ეტაპისთვის საგამოძიებო მოქმედებები და სპეცოპერაცია მიმდინარეობს. თანხასთან დაკავშირებით მოთხოვნა იყო“, - განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა.

ცნობისთვის: გავრცელებული ინფორმციით, შეიარაღებულ მოქალაქეს 12-მდე მძევალი ჰყავდა აყვანილი და 0.5 მლნ ლარს ითხოვდა.