მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის დროშებით მსვლელობის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე ერთი პირი დააკავეს

647078fc5b784
BM.GE
26.05.23 13:14
1517
რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის დროშებით მსვლელობა გაიმართა. ერთ-ერთ ადგილას, აქციის მონაწილეები რუსთაველზე ცდილობდნენ პარლამენტის წინ განთავსებულიყვნენ, პოლიციელებსა და მათ შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია ერთი პირი.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიული იყო, ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე აუცილებლად უნდა იყოს გამოფენილი ევროკავშირის დროშა, რისი გაკეთებაც თავად გადაწყვიტეს, თუმცა ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.

მათი განმარტებით, ადამიანებს, ვისაც ევროკავშირის დროშები უჭირავთ, ჯებირებს შიგნით, სადაც საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს, არ უშვებენ.

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის თქმით, აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი და ჯებირების გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, რის გამოც ერთი პირია დაკავებული.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ გამოფენილია მხოლოდ საქართველოს დროშები, რასაც მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები