მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროვოკაციული განცხადება" - პრეზიდენტი შსს-ს სანქცირებული თანამდებობის პირების დაჯილდოებაზე

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ტყუილსა და პროვოკაციას უწოდებს კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილი შსს-ის სანქცირებულ თანამდებობის პირებს ღირსების ორდენებით დააჯილდოებს. ამის შესახებ მან ევროპის საბჭოს გენმდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ალან ბერსე ირაკლი კობახიძის კაბინეტმა მოატყუა და მასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პროვოკაციული განცხადება გააკეთა.

„მიჩვეული ვართ ამ პროვოკაციულ განცხადებებს და ეს არის შეურაცხყოფა, მათ შორის იმ გენერალური მდივნის, რომელთანაც ახლა მქონდა საუბარი და რომელიც შევიდა ვითომ რომ ჰგონია, კონსტრუქციულ დიალოგში. ამაში შეიყვანეს და მეორე წუთში ასეთ პროვოკაციულ განცხადებას აკეთებენ, ყველაფერი ნათელია და ჩვენი გზაც ნათელია. მშვიდობიანი გზა წინ არის, ჩვენი პარტნიორები არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ და მხარს გვიჭერენ. ჩვენ ამას ამ დღეებში კიდევ უფრო ნათლად ვნახავთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები