მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა | განკარგულება

გელა გელაძე

მთავრობამ შს მინისტრის მოადგილე გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. ამას ითვალისწინებს ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 2197-ე განკარგულება.

სუს-ის უფროსის პოსტიდან გადადგომის შემდეგ შსს-ში მინისტრის მოადგილედ დაბრუნებულ გელაძეს დაცვა ერთი წლის ვადით 2027 წლის 15 სექტემბრამდე დაენიშნა. დაცვის ღონისძიებების განხორციელება კი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა.

შს მინისტრის პოსტიდან სუს-ის უფროსად გელა გელაძე პარლამენტმა 6 წლის ვადით აპრილში დაამტკიცა. თუმცა მაღალჩინოსანმა 5 თვეში, "პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად" თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერმა ყოფილი შს მინისტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე დანიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები