მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში უკრაინიდან მანქანების რეექსპორტით მიღებული შემოსავლები 66%-ით შემცირდა - ასოციაცია

6273d5ce681c6
ლიკა გურაბანიძე
05.05.22 23:30
862
“2022 წლის პირველ კვარტალში, ქვეყანაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უკრაინიდან ავტომობილების რეექსპორტით მიღებული შემოსავლები 66%-ით შემცირდა და $7 მლნ შეადგინა,” - ამის შესახებ BMG-ის “საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს კლება $13 მლნ-ია.

“2021 წელს ქვეყანამ უკრაინიდან რეექსპორტირებული ავტომობილებით ჯამში $88 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. 2021 წლის პირველ კვარტალში მიღებულმა შემოსავალმა $20 მლნ შეადგინა. ინდუსტრია მნიშვნელოვან პრობლემებს განიცდის, რადგან სომხეთის ბაზრის დაკარგვის შემდეგ ისეთი დიდი ბაზრის დაკარგვა, როგორიც უკრაინაა ფაქტობრივად სექტორისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარტყმაა.” - განმარტა ალექსი ნონიაძემ.

ასოციაციის დამფუძნებლის თქმითვე, რადგან წელს უკრაინის ბაზარი დაკარგულად ითვლება, რეგიონში შექმნილი ვითარების გამო ახლა ბაზრების ხელახალი გადალაგების პროცესი მიმდინარეობს.

“სამწუხაროდ, უკრაინაში ომი როდის დასრულდება არავინ იცის. სავარაუდოდ, ხვალვე რომ დასრულდეს იქ ეკონომიკური კავშირების აღდგენის პროცესს დიდი დრო დასჭირდება. ყაზახეთის ბაზარი გააქტიურდა და უკრაინა ჩაანაცვლა. ჯამში ქართულმა ეკონომიკამ იმაზე მეტი დაკარგა, ვიდრე $88 მლნ-ია, რადგან ჩვენ მომიჯნავე დარგებიც გვაქვს, მათ შორის როგორიცაა, მეორადი ავტონაწილების ბაზარი და ავტოსერვისები, დღეს ეს სექტორებიც დაზარალებულები არიან.” - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები