მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან ელ.ენერგიის იმპორტი 171.5%-ით გაიზარდა

6149ddd241a1e
დავით ჯალაღონია
21.09.21 18:55
1685
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, საქართველოში 9.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით ხუთჯერ ნაკლებია.

რაც შეეხება იანვარ-აგვისტოს მონაცემებს, ამ პერიოდში იმპორტირებულმა ელ.ენერგიამ მილიარდ 715.9 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (835.2 მლნ კვტ.სთ) 105%-ით მეტია.

იმპორტის მაჩვენებლებში მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთი ლიდერობს, საიდანაც იანვარ-აგვისტოს პერიოდში იმპორტირებული ელექტროენერგია (1 მლრდ 49.4 მლნ კვტ.სთ), გასული წლის ამავე რვა თვის მაჩვენებელს 171.5%-ით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ოკუპირებულ აფხაზეთში წლიდან წლამდე მზარდი მოხმარებაა. 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით ამ რეგიონში 1 მლრდ 953.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია დაიხარჯა, რაც 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებზე (1 მლრდ 609.3 მლნ კვტ.სთ) 21.4%-ით ნაკლებია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები