მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძე ამტკიცებს, რომ 2030 წლისთვის საქართველოს დენის იმპორტი აღარ დასჭირდება

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათი მიზანია 2030 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი არ დასჭირდეს და სრულად ქვეყანაში გამომშავებული დენი მოიხმაროს.

როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, 2012 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა საქართველოში მთლიანობაში აშენდა 63 ჰიდროელექტროსადგური, ორი თბოელექტროსადგური, ერთი ქარის ელექტროსადგური. ბოლო ათ წელში ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 1 211 მეგავატით მართლაც გაიზარდა, თუმცა აქედან 460 მეგავატი მოდის ორ თბოსადგურზე, რომლებიც იმპორტირებულ გაზზე მუშაობენ, რაც საქართველოს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოაქვს. პრემიერის მიერ დასახელებული ქარის სადგური კი 21 მეგავატია და მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ჯამურ მოხმარებაში უმნიშვნელოა. ამას გარდა, ბოლო "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ვერ აშენდა ვერცერთი მსხვილი ჰესი, მათ შორის ნენსკრა და ნამახვანი.

„ელექტროენერგიის [დადგმული სიმძლავრე] საქართველოში 2012 წელს შეადგენდა 3359 მეგავატს და 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 4600 მეგავატი იქნება. 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, ამ მაჩვენებელმა გადააჭარბოს 8000 მეგავატს, ხოლო 2030 წელს 10 ათას მეგავატს და ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავხდებით სრულად თვითკმარი, დამოუკიდებელი ქვეყანა ელექტროენერგიიის გამომუშავების თვალსაზრისით. აღარ დაგვჭირდება ელექტროენერგიის იმპორტი. ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება არა მხოლოდ უნდა დაეწიოს ეკონომიკის განვითარებას, არამედ უნდა გაუსწროს და გავხდეთ სრულად თვითკმარი ქვეყანა ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები