მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველოში 7 ჰესი ამუშავდა - სია

ჰესი ჰიდროელექტროსადგური ენერგეტიკა

სემეკის წლიური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ექსპლუატაციაში 29 მგვტ.-ის ჯამური დადგმული სიმძლავრის 7 ჰიდროელექტროსადგური შევიდა.

უფრო დეტალურად, ექსპლუატაციაში შევიდა ერთი 20.3 მგვტ-იანი და 6 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური (ჯამური დადგმული სიმძლავრით 8.7 მგვტ.):

  • მესტიაჭალა-1 - 20.3 მგვტ;
  • დმანისის ჰესი - 2.0 მგვტ;
  • ტოლოში ჰესი - 1.7 მეგავატი;
  • როშკა და როშკა-1 ჰესი - 2.5 მეგავატი;
  • კორშა და კორშა-1 ჰესი - 2.5 მეგავატი.

აღსანიშნავია, რომ მესტიაჭალა-1 ჰესი გასულ წელს ხელმეორედ ამოქმედდა. ჰესი პირველად ექსპლუატაციაში 2019 წელს შევიდა, მაგრამ მუშაობა წყალდიდობით გამოწვეული ინციდენტის გამო შეწყვიტა.

სემეკის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2013-2023 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 3.7%-ით იზრდება, რაც ჰიდროლოგიის გარდა მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული და რეაბილიტირებული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული.

გასულ წელს ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ, 1%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით 13.6%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, 2023 წელს საქართველოში იგი წინა წელთან შედარებით 7.6%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით 4.3%-ით შემცირდა. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2013-2023 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3.3%-ით იზრდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები