მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს მოწყობილობები, რომლებსაც “თელასი” და “ენერგო პრო” ამონტაჟებენ - სემეკის პასუხი

ენერგო პრო თელასი ელექტროენერგია დენი ნათურა სინათლე შუქი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, რომ საქართველოს ენერგეტიკულ ქსელში GOST-ის სტანდარტები მოქმედებს, რადგანაც ქსელის ინფრასტრუქტურა სწორედ აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი. ამასთან, სემეკში განმარტავენ, რომ ენერგეტიკულ კომპანიებს GOST-ის პარალელურად სხვა ევროპული სტანდარტებით ხელმძღვანელობაც შეუძლიათ, რისთვისაც მათ აკრედიტებული პირის დასკვნის წარდგენა ესაჭიროებათ.

BMG-ისთან საუბარში სემეკ-ის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე განმარტავს, რომ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები მიმდინარე თუ კაპიტალური რემონტების განხორციელების შემდეგ სემეკს პროექტის შესახებ სრულ დოკუმენტაციას წარუდგენენ, რის შემდეგაც სემეკი გაწეულ ხარჯებს სწავლობს, ამის საფუძველზე კი მიიღება გადაწყვეტილება, მოხდება თუ არა შესაბამისი ხარჯების ტარიფში გათვალისწინება.

“ეს საკითხი სისტემურად წესრიგდება სემეკის დადგენილებით საინვესტიციო პროექტების დამტკიცების წესით, სადაც გაწერილია პროცედურა, როგორ უნდა იქნეს სემეკში წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტი, რა დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეს თანმხლები, დოკუმენტაცია რა სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი. ჩვენი თანამშრომლები პროექტის განხორციელების აქტიურ ფაზაში გადიან ადგილზე და ნახულობენ და ეცნობიან პროექტს, დასრულების შემდეგ კი სრულ დოკუმებტაციას ეცნობიან. ამას თან ერთვის აკრედიტებული პირის დასკვნა, რომელიც პასუხობს ორ კითხვაზე, ერთია მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობა.

რაც შეეხება სტანდარტებს, ჩვენთან მოქმედებს გოსტ-ის სტანდარტები, რადგან ქსელი ფაქტობრივად იმ პერიოდის ტექნიკური მოთხოვნებით არის აგებული და შესაბამისად, ეს სტანდარტები მოქმედია, თუმცა თუ საერთაშორისო სტანდარტით ხდება, მაშინ კომპანიამ უნდა შემოიტანოს და მოხდეს ამ სტანდარტის აღიარება. ამ დასკვნას ჩვენ წარმოგვიდგენს კომპეტენტური პირი, რომელსაც შესაბამისი აკრედიტაცია აქვს მიღებული აკრედიტაციის ცენტრში, შესაბამისად ამის ასახვა ხდება აკრედიტაციის ცენტრში.

ჩვენ ასევე ვახორციელებთ აკრედიტებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლს, რადგან იყო რამდენიმე ქეისი, როდესაც აკრედიტებული პირის დასკვნა ჩვენთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი,”- განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები