მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-მაისში საქართველოდან იმპორტზე $2.9 მლრდ გავიდა - რა ვიყიდეთ და ვისგან

5eec8726ad105
ვიქტორია მღებრიშვილი
19.06.20 15:13
1528
2020 წლის იანვარ-მაისში ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში იმპორტმა 2.9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2% შეადგინა.

TOP-იმპორტიორი ქვეყნებიდან საქონლის იმპორტი ყველა მიმართულებითდან შემცირდა, გარდა სომხეთისა:

1. თურქეთი - 478.8 მლნ დოლარი, კლება - 20.3%;
2. რუსეთი - 336.8 მლნ დოლარი, კლება - 3.8%;
3. ჩინეთი - 274.7 მლნ დოლარი, კლება - 21.2%;
4. აზერბაიჯანი - 241.7 მლნ დოლარი, კლება - 9.4%;
5. გერმანია - 153.2 მლნ დოლარი, კლება - 16.8%;
6. აშშ - 152.6 მლნ დოლარი, კლება - 30.9%;
7. სომხეთი - 149.2 მლნ დოლარი, ზრდა - 28.6%;
8. უკრაინა - 139.1 მლნ დოლარი, კლება - 2.3%;
9. იტალია - 67.7 მლნ დოლარი, კლება - 23.0%;
10. ნიდერლანდები - 62.5 მლნ დოლარი, კლება 3.2%.

სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან საქართველომ 913.3 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 24.5% ნაკლებია.

რაც შეეხება, მსხვილ იმპორტირებულ საქონელს, რომელიც 2020 წლის 5 თვის განმავლობაში შემოვიდა ქვეყანაში, ზრდა მხოლოდ ხორბალსა და მესლინზე და ხორცისა და შინაური ფრინველის სუბპროდუქტებზე ფიქსირდება. იმპორტირებული საქონლის TOP-ათეული კი, ასე გამოიყურება:

1. მსუბუქი ავტომობილები - 222.8 მლნ დოლარი, კლება - 34.3%;
2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 199.1 მლნ დოლარი, კლება - 15.7%;
3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 195.6 მლნ დოლარი, კლება - 29.7%;
4. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - 167.3 მლნ დოლარი, კლება - 0.7%;
5. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 133.5 მლნ დოლარი, კლება - 12.5%;
6. სატელეფონო აპარატები - 57.1 მლნ დოლარი, კლება - 13.3%;
7. ხორბალი და მესლინი - 39.3 მლნ დოლარი, ზრდა - 1.3%;
8. ელექტროენერგია - 31.8 მლნ დოლარი, ზრდა - 15.0%;
9. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 27.9 მლნ დოლარი, კლება - 20.9%;
10. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - 26.9 მლნ დოლარი, ზრდა - 7.2%. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.8%-ით შემცირდა და 4.2 მლრდ დოლარი შეადგინა.