მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-თებერვალში ბენზინისა და დიზელის იმპორტი 15%-ით გაიზარდა

62344061afa13
მარიამ ვარადაშვილი
18.03.22 12:22
588

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 182,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 23,6 ათასი ტონით ანუ 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (158,9 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2022 წლის პირველი 2 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავისი იმპორტმა 92,5 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 90 ათასი ტონა. კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 54,8 ათასი ტონა (59,2%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 35,4 ათასი ტონა (38,3%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 2,3 ათასი ტონა (2,5%);

2022 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 52,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 35,6 ათასი ტონა - 19,5%; აზერბაიჯანი - 34,9 ათასი ტონა - 19,1%; რუსეთი - 29,2 ათასი ტონა - 16%; თურქმენეთი- 23,1 ათასი ტონა და სხვა.