მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველომ ტურიზმიდან $193 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, ზრდა 17.6%-ია

5e41320636992
თელარა გელანტია
10.02.20 14:34
1076
წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 193 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 29 მლნ დოლარით ანუ 17.6%-ით მეტია.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებითვე, 2020 წლის იანვარში საქართველოში 633,201 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის იანვართან შედარებით +19.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 523,689 შეადგინა, რაც 86,471-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +19.8%-ია). უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი, 363,614 შეადგინა, რაც 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით (ზრდა +18.9%).