მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველოს ექსპორტი 16%-ით შემცირდა

602a1f2e84732
BM.GE
15.02.21 11:15
654
2021 წელი საგარეო ვაჭრობის მოცულობის კლებით დაიწყო. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად,  იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $763.9 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3%-ით ნაკლებია.

მათ შორის ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 539.4 მლნ აშშ დოლარი (16.4 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარში 315.0 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 19 თებერვალს გამოაქვეყნებს, ამ დღეს გაირკვევა თუ რა საქონლის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა მთლიანად ექსპორტის კლება.