მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები გაიზრდება

5defc4b53ee9e
BM.GE
10.12.19 22:25
1278
2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას გააკეთა.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში თეატრებისა და მუზეუმების დაფინანსება გაზრდილია 5,3 მლნ ლარით.

ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის მოცულობა ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 221,0 მლნ ლარით და შეადგენს 14 მილიარდ 432,9 მილიონ ლარს.