მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონია ეპიდემიისგან დაზარალებულ კომპანიებს გადასახადებისგან გაათავისუფლებს

5e85b7a3f1363
ნათია თაქთაქიშვილი
02.04.20 23:40
1294
იაპონიის ხელისუფლება გადასახადებისგან გაათავისუფლებს იმ კომპანიებს, რომელთა გაყიდვებიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო, წინა წელთან შედარებით, ორჯერ შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანიები გათავისუფლდებიან ქონებისა და აქტივების გადასახადისგან თებერვლის თვიდან ოქტომბრამდე.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ ასევე დაავალა მინისტრთა კაბინეტს, მოამზადონ ეკონომიკის მხარდასაჭერად უპრეცედენტო ზომების პაკეტი მსოფლიოში მესამე ყველაზე დიდი ეკონომიკისათვის.