მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიასთან სავაჭრო ბრუნვა იმპორტის ხარჯზე გაიზარდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

6329a53fd242f
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.22 10:15
771
2022 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ათეულში იაპონია მოხვდა. აქედან გამომდინარე BM.GE დაინტერესდა რით ვვაჭრობთ იაპონიასთან.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველო-იაპონიას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 47%-ით, 193.9 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ვაჭრობაში უმთავრესი წილი კი 94.6% იმპორტს უკავია.

8 თვეში საქართველომ იაპონიაში 183.5 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს 55.5%-ით აღემატება. აღსანიშნია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში იაპონიიდან იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა, რაც 224.4 მლნ დოლარს შეადგენდა.

იაპონიიდან მთავარ საიმპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენს, რაც სრული იმპორტის 90%-ია. საიმპორტო საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 167 მლნ დოლარი;
2. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები ახალი - 3 მლნ დოლარი, 606 ტონა;
3. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი -2.3 მლნ დოლარი, 1 586 ტონა;
4. იზოტოპები, 2844 სასაქონლო პოზიციის იზოტოპების გარდა - 1.2 მლნ დოლარი, 4 ტონა;
5. მოწყობილობა საბეჭდი, საღებავ-ჭავლური საბეჭდი მანქანების ჩათვლით - 1.1 მლნ დოლარი, 59 ტონა;
6. ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუატაციაში ნამყოფი - 1.1 მლნ დოლარი, 680 ტონა;
7. ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად - 1.1 მლნ დოლარი;
8. სატვირთო ავტომობილები - 1 მლნ დოლარი;
9. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 613 ათასი დოლარი, 10 ტონა;
10. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 592 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, იაპონიასთან სავაჭრო ბრუნვაში მცირეწილიანი ექსპორტის მონაცემები მიმდინარე წლის 8 თვეში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 25%-ით შემცირდა და 10.4 მლნ დოლარი შეადგინა. საექსპორტო საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

1. ალუმინი დაუმუშავებელი - 4.1 მლნ დოლარი, 1 735 ტონა;
2. ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისა - 4.1 მლნ დოლარი, 9 ტონა;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 964 ათასი დოლარი, 133 ტონა;
4. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 351 ათასი დოლარი, 32 ტონა;
5. მსუბუქი ავტომობილები - 307 ათასი დოლარი;
6. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 298 ათასი დოლარი, 179 ტონა;
7. ნაწილები და საკუთნოები საბეჭდი და გამომთვლელი მანქანებისათვის - 66 ათასი დოლარი, 10 ტონა;
8. ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით - 23 ათასი დოლარი;
9. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 23 ათასი დოლარი, 1 ტონა;
10. ნატურალური თაფლი - 16 ათასი დოლარი, 1 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები