მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი საქართველოს TOP-მეორე სავაჭრო პარტნიორია - რით ვვაჭრობთ?

ვაჭრობა

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით სავაჭრო ბრუნვამ 14 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8%-ით მეტია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საგარეო ვაჭრობის წინასწარი შედეგების მიხედვით, მთლიან ვაჭრობაში ექსპორტი 4 მილიარდ 079 მილიონი დოლარი იყო. ზრდა - 14.4%-ია. ხოლო იმპორტი 9 მილიარდ 925  მილიონი დოლარი იყო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 17.8%-ით აღემატება. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, 5 მილიარდ 846 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7%-ია.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი თურქეთი, რუსეთი და აშშ.

როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი 8 თვის მონაცემებით ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო. რუსეთს მთლიან ვაჭრობაში 12%-იანი წილი უკავია. ამ პერიოდში საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 686 მილიონი დოლარი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში რუსეთმა მესამე ადგილი დაიკავა. მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში საქართველომ რუსეთში 461 მილიონ 385 ათასი დოლარის საქონელი გაყიდა. შესაბამისად ექსპორტის მაჩვენებლის წლიურად 15.3%-ით გაიზარდა.

ამ პერიოდისთვის რუსეთში მთავარი საექსპორტო საქონელი ყურძნის ნატურალური ღვინოები იყო. საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 112.1 მლნ დოლარი, 41 357 ტონა;
  • მსუბუქი ავტომობილები - 66.6 მლნ დოლარი, 4 925 ცალი;
  • ფეროშენადნობები - 45.3 მლნ დოლარი, 36 244 ტონა;
  • მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - 42.9 მლნ დოლარი, 78 574 ტონა;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 41.9 მლნ დოლარი, 53 911.

სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან საქონლის იმპორტი, ექსპორტს აღემატება. წელს იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან ქვეყანაში 1 მილიარდ 225 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა, რაც გასული წლის იმპორტს 14.7%-ით აღემატება. ამგვარად რუსეთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში 12.3%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებს.

მთავარი საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს. TOP-5 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

  • ნავთობი და ნავთობროპოდუქტები - 435 მლნ დოლარი, 622 697 ტონა;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 96.3 მლნ დოლარი, 363 830 ტონა;
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 34.6 მლნ დოლარი, 69 890 ტონა;
  • ხორბალი და მესლინი - 32 მლნ დოლარი, 117 907 ტონა;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 29.3 მლნ დოლარი, 48 175 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები