მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IATA ავაიაინდუსტრიის ნავარაუდევ ზარალს $314 მილიარდამდე ზრდის

5e982051df314
ნათია თაქთაქიშვილი
16.04.20 21:40
1049
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ავიაინდუსტრიის ნავარაუდევ ზარალს 62 მილიარდი აშშ დოლარით 314 მილიარდ აშშ დოლარამდე ზრდის. ამის შესახებ ინფორმაცია flightglobal.com-ზე ვრცელდება.

როგორც IATA აცხადებს, სამგზავრო საჰაერო გადაყვანებით მიღებული ჯამური შემოსავალი 2020 წელს 55 პროცენტით არის შემცირებული 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

„კრიზისი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ვფიქრობდით და მისი შედეგების აღმოფხვრასაც მეტი დრო დასჭირდება“, - განაცხადა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე დე იუნიაკმა.

ასოციაციამ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართა და სთხოვა, ავიაკომპანიებს ფინანსური დახმარება გაუწიონ, რის გარეშეც, ისინი რამდენიმე კვირაში გაკოტრდებიან.

საერთაშორისო საჰაერო ხაზების ჯგუფი (IAG), რომელიც Lufthansa და British Airways აერთიანებს, ვარაუდობს, რომ კომპანიები პირველ რიგში, ადგილობრივი რეისების შესრულებას განაახლებენ, როგორც ეს ჩინეთში მოხდა. საერთაშორისო რეისების აღდგენა კი მოგვიანებით დაიწყება.

IATA-ს ინფორმაციით, სწორედ საერთაშორისო რეისებია კომპანიების შემოსავლების ძირითადი წყარო და შესაბამისად, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი სწორედ ამ რეისების აღდგენა იქნება. ამიტომ, ასოციაცია ქვეყნებს მოუწოდებს, რომ საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვები მაქსიმალურად შეკვეცონ.