მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვები 31%-ით გაიზარდა

თვითმფრინავი საჰაერო გადაზიდვა

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, ივნისში წლიურ ჭრილში მსოფლიო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა 31%-ით გაიზარდა.

IATA-ს ცნობით, 2023 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 47.2% შეადგინა. საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა ივნისში,წინა წელთან შედარებით 33.7%-ით გაიზარდა, შიდა კი – 27.2%-ით.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ყველაზე თვალსაჩინო ზრდას - IATA-ს მონაცემებით, წლიურ ჭრილში ყველაზე ძლიერი ზრდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაფიქსირდა და 90.1% შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა აფრიკაში, 31.8%. ახლო აღმოსავლეთში 28.3%, ლათინურ ამერიკაში 18.7%, ევროპაში 13%, ჩრდილოეთ ამერიკაში 12.9%. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები