საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ხელმძღვანელის ალექსანდრე დე ჟუნიაკის განცხადებით, თუ მთავრობები დაბალანსებულ მიდგომებს არ მოძებნიან, ავიასექტორისთვის 2021 წელიც რთული აღმოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაცია IATA-ს ოფიცილურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
დე ჯუნიაკი აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა ეცადონ ავიაკომპანიები, ზედმიწევნით დაიცვან უსაფრთხოების ზომები, მგზავრთა ნაკადის გაზრდის კუთხით ვერაფერს გახდებიან, ამიტომ მთავარია, მთავრობებმა აღარ დააწესონ კარანტინი და ის კოვიდ-ტესტირებით ჩაანაცვლონ. „ავიაციის ინდუსტრია მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესებას ელოდა სადღესასწაულო პერიოდისთვის, თუმცა შედეგად მივიღეთ კიდევ უფრო გამკაცრებული რეგულაციები“, - განაცხადა დე ჟუნიაკმა.
IATA-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვირუსის მუტაციის გამო, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ კარანტინის პარალელურად, კოვიდზე ტესტირებაც დაამატა, რაც მოგზაურობის „დასამარების“ წინაპირობაა.
„საქმე იმაშია, რომ მთავრობები არ ცდილობენ დაბალანსებული მიდგომების მოძიებას; ისინი ელიან კორონავირუსისგან თავისუფალ სამყაროს, რაც ახლო მომავლისთვის მიუღწეველია. მე ის ვიცი, რომ შედეგად მივიღებთ დაზარალებულ ტურიზმს და ეკონომიკას, დაკარგულ სამუშაო ადგილებს, მოსახლეობის დაზიანებულ ფსიქიკას, რომლებიც ვერ ახერხებენ ახლობლების მონახულებას კოვიდ-აკრძალვების გამო“, - განაცხადა IATA-ს ხელმძღვანელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის