ხვალიდან დიდ სივრცეებში „ფაიზერის“ ადმინისტრირება შესაძლებელი იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„უკვე ხვალიდან მთრელ რიგ ამბულატორულ და სამედიცინო დაწესებულებებში „ფაიზერით“ აცრა შესაძლებელი იქნება.
გუშინ ღამით გავრცელდა მთავრობის გადაწყვეტილება დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომ პოლიკლინიკებს და დიდ სივრცეებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაიწყონ „ფაიზერის“ ადმინისტრირება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.