20.ივნისი .2022 19:30

იგეგმება რიკინიზის და გაზისა და ნავთობის კორპორაციის სახელმიწფოსთვის გადაცემა - ფონდი

იგეგმება რიკინიზის და გაზისა და ნავთობის კორპორაციის სახელმიწფოსთვის გადაცემა - ფონდი
views 754
უკან

“საპარტნიორო ფონდში” აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ მათ ბალანსზე არსებული საქართველოს რკინიგზისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის სახელმწიფოსთვის გადაცემა იგეგმება. ჯერ უცნობია ვის ბალანსზე აღმოჩნდება ეს ორი სახელმწიფო კომპანია.

“ფონდის რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო კომპანიების გადაცემა შესაბამისი სტრუქტურებისთვის. ბოლო პერიოდში ენერგეტიკული ობიექტები უკვე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. ამ დროისათვის ფონდის მფლობელობაში დარჩა საქართველოს რკინიგზა და გაზისა და ნავთობის კორპორაცია, რომელთა გადაცემაც ასევე იგეგმება, თუმცა ამ სახელმწიფო კომპანიების მასშტაბურობიდან გამომდინარე, არის მთელი რიგი საკითხები, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, სახელმწიფო გავიდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოდან და ის დაკომპლექტდეს დამოუკიდებელი პირებით, რაც ფონდს მეტ მოქნილობას მისცემს. შესაბამისად, „საპარტნიორო ფონდის“, როგორც უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის რეფორმირება ეფექტიანი საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროებს ფონდის საქმიანობის შესახებ კანონში მნიშვნელოვან ცვლილებებს. შესაბამისად, არსებულის გაუქმება და ახალი კანონპროექტის შემუშავება გადაწყდება თუ უკვე არსებულ კანონში ცვლილებების შეტანა - ამის შესახებ მსჯელობა და სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. მნიშვნელოვანი ეტაპები უკვე გავლილია, ასე რომ ვიმედოვნებთ, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მალე ჩამოყალიბდება და გადაეცემა პარლამენტს განსახილველად”, - აცხადებენ “საპარტნიორო ფონდში”.

დღეს, 20 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ მთავრობა საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონის გაუქმებას აპირებს. ვრცლად ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა