15.ნოემბერი .2021 18:41

III კვარტალში ქვეყანას 210 400 ვიზიტორი ესტუმრა, 2019 წელთან შედარებით კლება 71.3%-ია

III კვარტალში ქვეყანას 210 400 ვიზიტორი ესტუმრა, 2019 წელთან შედარებით კლება 71.3%-ია
views 568
უკან

საქართველოს 2021 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში სხვადასხვა ქვეყნიდან 210,4 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 721.8%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის რაოდენობას 71.3%-ით შემცირდა.

საქსტატის განახლებული სტატისტიკით ირკვევა, რომ ამ პერიოდში საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან სტუმრობდა, თვეების მიხედვით კი, ვიზიტორების საშუალო თვიური განაწილება ასეთია:

1. რუსეთი - 29.2 ათასი ვიზიტორი;
2. უკრაინა - 25 ათასი ვიზიტორი;
3. EU წევრი ქვეყნები - 24 ათასი ვიზიტორი;
4. თურქეთი - 23.3 ათასი ვიზიტორი;
5. საქართველო (მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყნის რეზიდენტები არიან) – 18.2 ათასი ვიზიტორი;
6. სომხეთი - 12.7 ათასი ვიზიტორი;
7. ისრაელი - 9 ათასი ვიზიტორი;
8. აზერბაიჯანი - 6.3 ათასი ვიზიტორი;
9. ირანი - 1.3 ათასი ვიზიტორი;
10. სხვა ქვეყნები - 61.5 ათასი ვიზიტორი;

რაც შეეხება ვიზიტორების მიერ შესრულებული ვიზიტების რაოდენობას, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 241.4 ვიზიტი შესრულდა, საიდანაც ყველზე მეტი თურქეთიდან (34.1 ათასი ვიზიტი), რუსეთიდან (32.7 ათასი ვიზიტი) და უკრაინიდან (25.6 ათასი ვიზიტი) შემოსულ ვიზიტორებზე მოდის.

მესამე კვარტალში მნიშვნელოვანია, რომ 210.4 ათასი ვიზიტორიდან 101.5 ათასი 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას; 59 ათასი - 15-დან 30 წლამდე; 46.9 ათასი - 51-70 ასაკობრივი კატეგორიიდან, ხოლო 3 ათასი 71 წელს ზემოთ კატეგორიას განეკუთვნება. ვიზიტორთა უმრავლესობა 120.3 ათასი კაცი იყო, 90.1 ათასი კი - ქალი.

რაც შეეხება სამი კვარტლის ჯამურ მონაცემებს, მიმდინარე წელს ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის 9 თვესთან (340.1 ათასი ვიზიტორი) შედარებით 3.4%-ით, ხოლო 2019 წლის ამავე პერიოდთან (1 586.8 ათასი ვიზიტორი) შედარებით 79.3%-ით შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა