მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იკვეთება ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის გაძლიერების აუცილებლობა - გაბუნია

606c2b3cb98d8
ინგა მურუსიძე
06.04.21 13:37
677
ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერების საჭიროებას ხედავს. როგორც მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, ვაქცინაციის შესახებ ცოდნის გაძლიერებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მზადდება პირადი მაგალითების გაზიარების შესახებ ვიდეოები, რომლებიც გავრცელდება.

„კამპანიის გაძლიერების აუცილებლობა ცალსახად იკვეთება. ჩვენ მოგვიწევს დამატებითი ძალისხმევა, რათა ეს კამპანია იყოს მეტად ქმედითი და მოსახლეობის აქტივობა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის გაიზარდოს, რადგან ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში არის, თუმცა აჭარასა და იმერეთში აქტივობა დაბალია. ის, რომ აქტივობა დაბალია, იძლევა საფუძველს, რომ საინფორმაციო კამპანია გაძლიერდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის: საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და ამ დრომდე მხოლოდ 12 846 ადამიანი აიცრა.