მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილინოისში ლეგალიზაციის პირველ დღეს $3,2 მილიონის მარიხუანა გაიყიდა

5e0f0bd405c9a
ნათია თაქთაქიშვილი
03.01.20 15:00
2687
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რომელიც ახალხანს შევიდა ძალაში, აშშ-ის ილინოისის შტატში ლეგალიზაციის პირველ დღეს 3,2 მილიონი დოლარის ღირებულების მარიხუანა გაიყიდა. აღნიშნულის შესახებ ამერიკული Forbes წერს.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მარიხუანას შეძენა ნებადართულია 21 წლის და უფროსი ასაკის პირთათვის ექიმის მიმართვიანობის გარეშე. რაც შეეხება არარეზიდენტ მოსახლეობას, მათ უფლება აქვთ შეიძინონ შედარებით მცირე რაოდენობა.

აღსანიშნავია, რომ ილინოისი არის მეთერთმეტე შტატი აშშ-ში, სადაც კანაფის ლეგალიზაცია მოხდა.

როგორც Bloomberg წერს, ილინოისის შტატი ვარაუდობს, რომ წლიურად 2-4 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლებს მიიღებს მარიხუანას გაყიდვებიდან.