მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ არ გვსურს საქართველოსა და რუსეთს შორის მთელი ვაჭრობის შეჩერება - ო’ბრაიენი

649c2ca8abc63
შოთა ტყეშელაშვილი
28.06.23 16:56
803
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართულ ორდღიან შეხვედრებს აჯამებს. ო’ბრაიენის განმარტებით, აშშ-ს არ სურს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების სრული შეჩერება იხილოს, არამედ მათ მთავარ ფოკუსს წარმოადგენს ის, რომ რუსეთში საქართველოს გავლით სანქცირებული ელექტრონული ხელსაწყოები - მიკროჩიპები და სხვა დანადგარები არ მოხვდეს, რომელთა ექსპორტზეც აკრძალვებია დაწესებული.

“ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ შევხდით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს - პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებსა და პასუხისმგებელ სააგენტოებს. შევხდით საქართველოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, შევხდით პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებისა და G7-ის პარტნიორებს. ეს შეხვედრები აჩვენებს იმ მჭიდრო პარტნიორობას, რომელიც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან გვაქვს. მსურს ხაზი გავუსვა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ძალისხმევა განსაკუთრებით კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი ამოცანაა, რომ რუსეთს ხელი შევუშალოთ რესურსებთან და ტექნოლოგიებთან წვდომაში. ევროკავშირს, აშშ-სა და ბრიტანეთს განსაზღვრული აქვთ ელექტროტექნიკის ის ლიმიტირებული ჩამონათვალი, რომლებსაც რუსთი ბრძოლის ველზე იყენებს. საქართველოსთან პარტნიორობა სწორედ ამ ჩამონათვალის რუსეთში მოხვედრის აღკვეთაზე არის ფოკუსირებული.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ გვსურს საქართველოსა და რუსეთს შორის მთელი ვაჭრობის და მთელი ბიზნესის შეჩერება. ჩვენ არ ვასანქცირებთ რუსულ საკვების თუ სასუქებისა და ძირითად ნედლეულს. მაგრამ, ამ ვაჭრობის პარალელურად, ჩვენ გვსურს, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად ფოკუსირებული ვიყოთ იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გავლენა აქვს ბრძოლის ველზე. ვფიქრობ, რომ პროდუქტიული იყო ეს დღეები იმისთვის, რათა ზუსტად ამ საკითხებზე გვესაუბრა,”- განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.

ჯეიმს ო’ბრაიენის განმარტებით, აშშ-ს სანქციების მიზანია, რომ რუსეთმა რაც შეიძლება მალე დაასრულოს უკრაინაში დაწყებული ომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები