მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში არსებული ვითარების ფონზე, მოკავშირეებთან კოორდინაციაში ვართ - ბლინკენი

6496f65982789
მარიამ ვარადაშვილი
24.06.23 17:48
851
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტვიტერზე ეხმაურება რუსეთში მიმდინარე პროცესებს.

“ვესაუბრე დიდი შვიდეულის [G7] საგარეო საქმეთა მინისტრებს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელს, იმისთვის, რომ განგვეხილა რუსეთში არსებული ვითარება. აშშ ახლო კოორდინაციაშია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან არსებული ვითარების ფონზე”,-წერს ბლინკენი.

დღეს დილით "ვაგნერმა" ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა პრიგოჟინის მიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ როსტოვში სამხედრო ობიექტებზე მათ შორის, აეროდრომზე კონტროლი დაამყარეს. ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.

რუსეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა მათ დანაყოფზე სარაკეტო თავდასხმაში. პრიგოჟინის მტკიცებით, ამ თავდასხმას „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში შექმნილ ვითარებას რთული უწოდა, რადგან ბლოკირებულია როგორც სამოქალაქო ისე სამხედრო ობიექტები და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები