Tesla-ს და SapceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი აცხადებს, რომ მისი სკეპტიციზმი კორონავირუსთან დაკავშირებით იზრდება და ის არ აპირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას, მას შემდეგ რაც მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„არც მე და არც ჩემი შვილები კოვიდის რისკ ჯგუფს არ განვეკუთნებით“, - განაცხადა მასკმა.
მასკის განცხადებით „ყველა ოდესღაც კვდება“ და არ არის საჭირო „დარჩი სახლში“ კამპანიები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. თუმცა აღნიშნავს, რომ მას პასუხისმგებლობა გააჩნია იმ თანამშრომლების მიმართ, ვისაც კორონავირუსით ინფიცირების ეშინია და არ სურთ სამსახურში სიარული. მასკი აცხადებს, რომ ის თავს ვალდებულად თვლის მათ ხელფასები გადაუხადოს.
“თუ ჩემი თანამშრომელი მოვა და მეტყვის, რომ ინფიცირების ეშინია ან მისი ინფიცირებით ოჯახის წევრები რისკის ქვეშ დგებიან, აუცილებლად მივცემ უფლებას დარჩნენ სახლში“, - განაცხადა მასკმა.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით მსოფლიოში უმდიდრესი მესამე ადამიანი ილონ მასკი, ჯერ კიდევ აპრილში აცხადებდა, რომ ბრძანება „დარჩი სახლში“ დეფაქტო პატიმრობაა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა