29.აგვისტო .2020 00:10

ილონ მასკის კომპანია Neuralink-ი ტვინის იმპლანტს წარადგენს

views 4345
უკან

ილონ მასკი ტვინის იმპლანტის წარდგენას გეგმავს, რომლის მიზანი ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების მინჭებაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დამატებითი დეტალი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა Tesla-ს ხელმძღვანელმა Twitter-ზე დაწერა, რომ კომპანიის მიერ შექმნილ ე.წ. Demo ვერსიას წარადგენს.

ტვინის იმპლანტის შექმნაზე ილონ მასკის კომპანია Neuralink-ი მუშაობს, რომლის მაზანია ნეირონული ინტერფეისის შექმნა.

ნეირონული ინტერფეისი ტვინისა და კომპიუტერული მოწყობილობების დამაკავშირებელი ერთგვარ ჩიპს წარმოადგენს (ტვინის იმპლანტს), რომელიც ტვინის ელექტრონული აქტივობის ჩაწერისა და შემდეგ, ინტერპრეტირების გზით, შესაძლებელს ხდის გონებით/ფიქრით ვმართოთ ესა თუ ის მოწყობილობა.

Neuralink-ი 2016 წელს დაფუძნდა, კომპანიაში ამ დრომდე $160 მილიონის დოლარის ინვესტიცია არის განხორციელებული, რომლის უდიდესი ნაწილიც თავად ილონ მასკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებაა.

თავად ილონ მასკის განცხადებით, ახალმა სისტემა სხვადასხვა დაავადების მკურნალობის გარდა, მომავალში ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის სიმბიოზი შეიძლება უზრუნველყოს.