მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკმა Tesla-ში $5 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა

618d2aa059805
ნათია თაქთაქიშვილი
11.11.21 21:00
854
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ავტოკონცერნში 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 3.6 მილიონი აქცია გაასხვისა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Twitter-ის დაახლოებით 63 მილიონმა მომხმარებელმა ილონ მასკს აქციების 10%-ის გაყიდვა ურჩია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ფონზე ავტოკონცერნი Tesla-ს აქციების ღირებულება დაახლოებით 16%-ით შემცირდა, თუმცა კომპანიის საბაზრო ღირებულება ისევ 1 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე შაბათს პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებელს ეკითხებოდა, გაეყიდა თუ არა წილი ავტოკონცერნში, რადგან ბოლო დროს ბევრს საუბრობდნენ, რომ არარეალიზებული შემოსავალი გადასახადებისგან თავის არიდების ხერხი იყო, იქვე აღნიშნა, რომ მისთვის გადასახადების გადახდის ერთადერთი შესაძლებლობა აქციების გაყიდვაა, რადგან ხელფასსა ან ბონუსებს არ იღებს.

ცნობისთვის, Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ამჟამად მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის ქონება 338 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.