03.სექტემბერი .2021 13:18

იმედია, ქვეყანაში covid-პანდემიის მხრივ მიმდინარე პროცესები მალე დასრულდება - ლევან რატიანი

იმედია, ქვეყანაში covid-პანდემიის მხრივ მიმდინარე პროცესები მალე დასრულდება - ლევან რატიანი
views 610
უკან

"იმედია, ქვეყანაში კოვიდ-პანდემიის მხრივ მიმდინარე პროცესები მალე დასრულდება", - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ქვეყანაში მალე დადგება მომენტი, როცა 70%-იანი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება და დაავადება უკან დახევას დაიწყებს.

„დღეს, სამწუხაროდ, 86 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ წინა პერიოდში გვყავდა ძალიან ბევრი ინფიცირებული. ხდება ინფიფიცირებულების დამძიმება და დგება ლეტალური შედეგი.

იმედია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მალე დასრულდება და ამის საფუძველს გვაძლევს ბევრი ფაქტი, მათ შორის ის, რომ შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, ასევე იზრდება ვაქცინირებულთა რაოდენობა. როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, მალე დადგება ჩვენს ქვეყანაში მომენტი, როცა ჩამოყალიბდება 70%-იანი პოპულაცია იმუნიტეტის და დაავადება  უკან დახევას დაიწყებს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა