21.ოქტომბერი .2021 23:00

IMF: ავღანეთის ეკონომიკური ვარდნა გავლენას მეზობელ ქვეყნებზეც ახდენს

IMF: ავღანეთის ეკონომიკური ვარდნა გავლენას მეზობელ ქვეყნებზეც ახდენს
views 356
უკან

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, ავღანეთის ეკონომიკურმა პრობლემებმა შესაძლოა ლტოლვილთა კრიზისის პროვოცირება მოახდინოს, რომელიც საბოლოოდ აისახება მეზობელ ქვეყნებზეც, იქნება ეს თურქეთი თუ ევროპის ქვეყნები, რადგან ეს სავაჭრო ურთიერთობებზეც მოქმედებს. ფონდის მონაცემებით, ავღანეთის ეკონომიკა წელს 30%-ით შემცირდება, რაც მილიონობით ადამიანის სიღარიბესა და ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს.

ახლომდებარე ქვეყნები ასევე ზარალდებიან ავღანეთის, როგორც მთავარი სავაჭრო პარტნიორის დაკარგვით. ხოლო თავად ავღანეთში უცხოური აქტივების გაყინვისა და ჰუმანიტარული დახმარების გარეშე დარჩენის გამო, ფულადი სახსრების შედინება თითქმის მთლიანად გაქრა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადების თანახმად, ლტოლვილთა დიდი შემოდინება, მასპინძელ ქვეყნებს ტვირთად დააწვება და შეამცირებს არსებულ საზოგადოებრივ რესურსებს, რაც საბოლოოდ, სოციალურ დაძაბულობას განაპირობებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არის დათვლილი რამდენი ავღანელი ლტოლვილი იქნება, IMF-ის შეფასებით, თუკი რაოდენობა მილიონს გადააჭარბებს, მათი შენახვა და უზრუნველყოფა, მაგალითად ტაჯიკეთს 100 მილიონი დოლარი დაუჯდება, ირანს 300 მილიონი, ხოლო პაკისტანს 500 მილიონი დოლარი. გასულ თვეში, ტაჯიკეთმა განაცხადა, რომ მათ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაეხმარება სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქვეყანას არ აქვთ საშუალება ლტოლვილთა დიდი რაოდენობა მიიღოს, პარალელურად ცენტრალური აზიის დანარჩენი ქვეყნები ამბობენ, რომ ლტოლვილთა შეშვებას საერთოდ არ აპირებენ.

ახლომდებარე ქვეყნები ასევე ზარალდებიან ავღანეთის, როგორც მთავარი სავაჭრო პარტნიორის დაკარგვით. ქვეყანა ადრე იღებდა უზარმაზარ თანხებს საგარეო დახმარების სახით. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეფასებით, OECD-ის ქვეყნებმა 2001 წლიდან 2019 წლამდე ავღანეთს 65 მილიარდი დოლარი გადასცეს - ამის დიდი ნაწილი კი, ახლომდებარე ირანის, პაკისტანის, თურქმენეთისა და უზბეკეთის სავაჭრო გზებს მოხმარდა.

სავალუტო ფონდი ასევე შიშობს, რომ ქვეყანაში შესული თანხები შეიძლება ტერორიზმის დასაფინანსებლად და ფულის გათეთრებისთვის გამოიყენონ. თუმცა აქვე ისიც ვთქვათ, რომ გასულ კვირას G20- ის მსხვილი ეკონომიკის ჯგუფის წევრებმა პირობა დადეს, რომ მილიარდობით დოლარს ჩადებენ ავღანეთის ეკონომიკაში კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.