მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 445-მდე გაიზარდა

ავღანეთი

ავღანეთის დასავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 445-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კატასტროფების სამინისტროს სპიკერმა ჯანან საეიკმა როიტერსს განუცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 2 445-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 9 240 ადამიანი.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ, ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთით, 35 კილომეტრში დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები