მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთ ავღანეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა

ავღანეთი

Euronews-ის ცნობით, ავღანეთის დასავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2060-მდე გაიზარდა. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ თალიბანის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა.

აბდულ ვაჰიდ რაიანმა, ინფორმაციისა და კულტურის სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ ჰერატში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე თავდაპირველად იყო გავრცელებული. 

“დაახლოებით ექვსი სოფელი განადგურდა და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დამარხეს ნანგრევების ქვეშ”, - თქვა მან.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ჰერატის ჩრდილო-დასავლეთით 40 კილომეტრში იყო. მას მოჰყვა სამი ძალიან ძლიერი ბიძგები, 6.3, 5.9 და 5.5 მაგნიტუდის გაზომვით, ასევე მცირე ბიძგები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები