მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ი კორონავირუსთან საბრძოლველად $50 მილიარდს გამოყოფს

5e60a3ceb92e1
ნათია თაქთაქიშვილი
05.03.20 11:40
1046
საერთაშორისო სავალუტო ფონდი კორონავირუსთან საბრძოლველად 50 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფრომაციას მედია ორგანიზაცია BBC-ი ავრცელებს.

ორგნიზაციამ ოფიციალურ განცხადებაში უკვე აღნიშნა, რომ მსოფლიოს გლობალური ეკონომიკის ზრდა ჩამორჩება გასული წლის შესაბამის პერიოდს.

IMF-ი აცხადებს, რომ ფინანსური რესურსი გადანაწილდება ღარიბ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე, რომლებსაც სუსტი ჯანდაცვის სიტემა აქვთ და ნაკლებად შესწევთ ძალა გაუმკლავდნენ ეპიდემიას.

ამავდროულად, ფონდი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელებამ გააქარწყლა მიმდინარე წელს ძლიერი ეკონომიკური ზრდის მოლოდინები და 2020 წელი გლობალური ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით ყველაზე ნელი პერიოდი იქნება 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ.

IMF-ის დირექტორის კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, რთულია პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით თუ რა მასშტაბის ეფექტი ექნება კორონავირუსს, მაგრამ ის ცხადია, რომ 2020 წელი ბევრად ნაკლებად სახარბიელო შედეგებით დასრულდება გასულ წელთან შედარებით.

ბოლო მონაცმებით, კრონავირუსი 70 -მდე ქვეყანაშია გამოვლენილი. ჯამურად ინფიცირებულთა რაოდენობამ 95,488 შეადგინა, დაიღუპა 3,286 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 53,689 ინფიცირებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ World Bank-მა კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ აშშ დოლარის გამოყოფაზე უკვე განაცხადა.