26.თებერვალი .2020 17:00

IMF-ის წარმომადგენელი: სებ-ის მიერ რეფინანსირების ზრდა წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს

views 294
უკან

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სელიმ ჩექირმა განაცხადა, რომ IMF-ის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა "წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს." 

სელიმ ჩექირის განცხადებით, ამჟამად ეროვნული ბანკი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებას უნდა დაელოდოს.  

"ის, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, იყო მკვეთრად გაზრდილ ინფლაციაზე პასუხი და როგორც ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მქონე ცენტრალურმა ბანკმა მათ გაზარდეს რეფინანსირების განაკვეთი. ჩვენი აზრით, ამან იქონია გავლენა და ლარში დეპოზიტები წაახალისა. ჩვენი შეფასებით, განაკვეთის ზრდა წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, როგორც ვთქვი, უნდა დაველოდოთ როდის შეამცირებს ის ინფლაციის მაჩვენებელს სამიზნე 3%-მდე. გაცვლითი კურსიც, ჩემი აზრით, პასუხობს ამ ცვლილებას,"- განაცხადა სელიმ ჩექირმა.

2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელმა 7%-იან ნიშნულს გადააჭარბა, რის საპასუხოდაც რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე გაიზარდა. 

2020 წლის იანვარში ინფლაცია 6.4%-მდე შემცირდა. სებ-ი ინფლაციის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან დაახლოებას 2020 წლის მეორე ნახევრისთვის ელის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა