მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3%-მდე ამცირებს

6246f806de45a
გიორგი თოლორდავა
01.04.22 17:22
893
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2022 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3%-მდე ამცირებს, თუმცა 2023 წლიდან ზრდის ტემპისა და სხვა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ვარაუდობს.

„ომისა და სანქციების უარყოფითი შედეგები საქართველოს ეკონომიკასაც გადმოეცემა და 2022 წლის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 3%-მდე მცირდება, მოსალოდნელი ინფლაცია იზრდება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ღრმავდება. ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. საქართველოს ეკონომიკამ წარსულში მდგრადობა გამოავლინა და მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპისა და სხვა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ველით“-აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საფინანსო ინსტრუმენტით (SBA) მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამა საქართველოსთვის 289 მილიონი დოლარის მოცულობის დაფინანსებას ითვალისწინებს.

IMF-ის მისიამ 18 ნოემბრიდან - 31 მარტამდე წარმართა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანი სამწლიან ეკონომიკურ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა იყო.

„მაქვს პატივი განვაცხადო, რომ IMF-ის მისიას და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება სამწლიანი მხარდამჭერი პროგრამის თაობაზე, რომელიც 210 მლნ სპეციალური ნასესხობის უფლებით ($289 მლნ) 100%-ის ოდნეობის თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. ამ საკითხს IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ამა წლის მაისში განიხილავს“ - განაცხადა ჯეიმს ჯონმა.