საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი 2019 წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაციის 7.2%-მდე ზრდას პროგნოზირებს. BM.GE-ის კითხვაზე მარტინმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ფასების დონე გაიზრდება.
"2019 წლის ინფლაციასთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს (5.4% იყო არსებული პროგნოზი). ჩვენ მოველით, რომ ინფლაცია წლის ბოლოს გაიზრდება, რის შემდეგაც ის შემცირდება იმის შესაბამისად, რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.
2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდგომ ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია.
მერსედეს ვერა-მარტინი ამბობს, რომ გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
"ჩვენ ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოსა და მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკას მხარს ვუჭერთ. როგორც იცით, 2019 წლის სექტემბრის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 200 საბაზისო პუნქტით გაზარდა რეფინანსირების სესხის განაკვეთი და ინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას", - ამბობს მერსედეს ვერა-მარტინი.
ამასთანავე, დღეს ცნობილი გახდა, რომ IMF საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს. 2020 წელს ორგანიზაცია საქართველოში 4.3%-იან ზრდას ელოდება, რაც აქამდე არსებულ პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამ შემცირებას მერსედეს ვერა-მარტინი რეგიონში გაუარესებული პირობებით ხსნის.
"2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ საგარეო მიმართულებით შეიმჩნევა გაუარესება. მოგეხსენებათ, ჩვენ 2020 წლის პროგნოზი, დაახლოებით, 0.5%-ით შევამცირეთ. მართალია, ვხედავთ, რომ ადგილობრივი მოთხოვნა სტაბილურია, თუმცა ეს საგარეო ფაქტორიდან მომავალ შესაძლო ნეგატიურ გავლენას ბოლომდე ვერ დააბალანსებს", - ამბობს ვერა-მარტინი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?