"ეროვნული ბანკი განსაკუთრებით წინა წლებთან შედარებით საკმაოდ აქტიურია, ის ცდილონს, რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი რყევა გაცვლით ბაზარზე - ინტერვენციები უფრო ხშირია," - ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილის" ეთერში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმა განაცხადა. მისი თქმით, ინტერვენციები, რომლებიც ნახევარ მილიარდ დოლარს უახლოვდება ხორციელდება იმისთვის, რათა კურსის მერყეობა გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებში არ გადაიზარდოს. ამასთან, ჩაკირის თქმით, დღეს ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი მოცულობის ბუფერები, რათა შესაბამისი პოლიტიკა გაატაროს.
"ეროვნულ ბანკს ბუფერების საკმარისი ოდენობა აქვს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ძალიან კარგად ემსახურება მცურავი გაცვლითი კურსი - მას შოკის შემწოვის ფუნქცია აქვს. თუ შევხედავთ, საქართველოს ეროვნული ბანკიც - განსაკუთრებით წინა წლებთან შედარებით - საკმაოდ აქტიურია, რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი რყევა გაცვლით ბაზარზე - ინტერვენციები უფრო ხშირია და ასევე, სხვა ცენტრალური ბანკებისგან განსხვავებით, ეროვნული ბანკი ფრთხილად ეკიდება მონეტარული პოლიტიკის შერბილებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, იყო სწორედ ლარის კურსის მერყეობა და ინფლაციაზე გაუფასურების შესაძლო გავლენაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი მიდგომაა. საუკეთესო თავდაცვა ამ შემთხვევაში ლარში სესხებაა და ამ კუთხითაც, ვფიქრობთ, ეროვნული ბანკის პოლიტიკა სწორი იყო, როცა ის ცდილობდა რეგულირების სხვადასხვა გზით შეემცირებინა დოლარიზაციის ხარისხი. დიახ, ეს მტკივნეული პერიოდია ბიზნესისთვის და მათი მხარდაჭერა უნდა მოხდეს საბიუჯეტო სახსრებით და მთავრობა ამ კუთხით აქტიურია. მაგალითად, გააფრთოვა საკრედიტო-საგარანტიო სქემა - მესმის, რომ ბიზნესი ამ ეტაპზე არ იყენებს მას აქტიურად, მთავრობა დღეს კონსულტაციებს გადის ბანკებთან, რომ შეცვალოს სქემის დიზაინი ისე, რომ ის უფრო მიმზიდველი გახდეს კერძო სექტორისთვის. ხდება საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების შემთხვევაში. საკმაოდ ფართო მხარდაჭერის პაკეტი მიიღო სამშენებლო სექტორმაც - ცნობილი 4%-იანი სუბსიდია ლარში აღებულ სესხებზე - და თუ საჭიროება კიდევ იქნება, დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ გააგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას, რადგან ბიუჯეტში ამის სახსრები არსებობს.
თუ არ ვცდები, მარტიდან მოყოლებული, გაყიდული საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ოდნავ ჩამოუვარდება 500 მილიონ ამერიკულ დოლარს. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ უპრეცედენტო დროში გვიწევს ოპერირება და ამ დოზით ინტერვენცია ცენტრალური ბანკის მხრიდან აქამდე არ განხორციელებულა. ამდენად, ეროვნული ბანკი ბაზარს ძალიან ყურადღებით აკვირდება და როცა საჭიროა, იყენებს ამ ინსტრუმენტს," - ამბობს ჩაკირი.
ინტერვიუ სელიმ ჩაკირთან:
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ