13.ივლისი .2020 20:40

იმნაძე: "ტურისტს ექნება სპეციალური აპლიკაცია და გვეცოდინება სად გადაადგილდება ის"

views 639
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეისათვის არსებული მონაცემებით, ყველა უცხოელმა ნებაყოფლობით ტესტირებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო ქართველებმა, რომლებსაც შეუძლიათ ამ ქვეყანაში უცხო ქვეყნის პასპორტით ჩამოსვლა, უარი თქვეს ტესტირებაზე.

პაატა იმნაძის განცხადებითვე, ტურისტებთან შედარებით, უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ქართველებისგან მეტი რისკია დაავადების გავრცელების, ვინაიდან ისინი მოინახულებენ ნათესავებს და ექნებათ მეტი სოციალური აქტივობა.

გარდა ამისა, იმნაძის განმარტებით, ჩამოსულ ტურისტს ექნება სპეციალური აპლიკაცია და სახელმწიფოს ეცოდინება სად გადაადგილდება ის, სად გაჩერდება და ა.შ.