მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმნაძე: „ტურისტის 23:00 სთ-ზე სახლში მისვლა მირჩევნია, დღეში 30 თანამოქალაქის დაღუპვას“

60b8953e9408c
თათია ჩაფიჩაძე
03.06.21 12:35
2830
როდის გაუქმდება კომენდანტის საათი? - ამ კითხვაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს, რომ ურჩევნია, ტურისტი 23:00 საათზე მივიდეს სახლში, ვიდრე დღეში საქართველოს 30 მოქალაქე დაიღუპოს Covid-19-ით. იმნაძის განცხადებით, ამ ეპიდემიოლოგიურ რეალობაში ყველა მოქმედი შეზღუდვის მოხსნა, ვითარებას გაამწვავებს. როგორც იმნაძე “საქმიან დილასთან” აცხადებს, ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ავადობის მაჩვენებლები 100 ათას მოსახლეზე ისევ მაღალია. 

„მესმის, რომ (კომენდანტის საათი)მნიშვნელოვანი შეზღუდვაა ტურისტებსითვის მაგრამ 23:00 სთ-ზე ტურისტის სახლში მისვლა მირჩევნია, 30 ჩემი თანამოქალაქის დაღუპვას. ტურისტულ ადგილებში თუ აფეთქებები დაიწყო, უცხოელები არ ჩამოვლენ.

იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის თვეებში მინიმუმამდე დავიყვანთ ავადობას მაგრამ ის არსად არ წავა და შემოდგომაზე რათქმაუნდა ისევ დაიწყებს მატებას, აქედან გამომდინარე თუ შემოდგომისთვის დიდი ნაწილი გვეყოლება აცრილი და ზამთრისკენ მივაღწევთ დაგეგმილ 60%-ს, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ზამთარი ჩვეულებრივთან მიახლოებულად გავატაროთ“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში იმნაძემ.