2020 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოური საქონლის იმპორტი $1.5 მილიარდი დოლარით, $8 მილიარდამდე შემცირდა. იმპორტის 15.9%-იანი კლების მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი იყო. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ იმპორტის შემცირება პროდუქციის საკმაოდ ფართო სპექტრზე აისახა, 10 უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორის 9 დასახელების პროდუქციის იმპორტი შემცირებულია. მათ შორის თანხობრივად ყველაზე დიდი კლება მსუბუქი ავტომობილების მიმართულებითაა, სადაც შემცირება $348 მილიონს აღემატება.
2020 წლის განმავლობაში საქართველოში უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტების ათეული ასეთი იყო:
2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $533.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.6%;
3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $498.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -34.2%;
4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $327.1 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -7.9%;
5. ბუნებრივი აირი - $294.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -10.2%;
6. სატელეფონო აპარატები, სმარტფონები - $164.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -22.3%;
7. ხორბალი და მესლინი - $107.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -0.9%;
8. სიგარები, სიგარელები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $88.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -15.4%;
9. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $77.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1,106%;
10. სატვირთო ავტომობილები - $72 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -0.4%;
11. სხვა დანარჩენი საქონელი - $5.1 მილიარდი დოლარი, კლება წინა წელთან -13.3%.