მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთთან ექსპორტი 654.3%-ით გაიზარდა - TOP ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიები

649348dc4e9ab
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.23 00:00
972
2023 წლის პირველი ხუთ თვეში საქართველომ საქონლის ექსპორტით 2 მილიარდ 502 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8% შეადგინა. საექსპორტო მიმართულებების ათეულში კი 51 მილიონ 597 ათასი დოლარის ღირებულების რეალიზებული საქონლით ესპანეთი შევიდა.

ამ პერიოდის განმავლობაში ესპანეთში ექსპორტი რეკორდულად 654.3%-ით გაიზარდა და პირენეის ნახევარკუნძულზე მდებარე ქვეყანამ TOP-10 საექსპორტო ქვეყანას შორის 2.1%-იანი წილით მეცხრე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკით, 2023 წლის 5 თვის მაჩვენებლით ესპანეთთან ექსპორტი ვაჭრობის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელზეა. ამასთან, ექსპორტი უდიდესი წილი - 75.9% სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე მოდის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ამ დასახელების საქონლის რეალიზება ყველა მიმართულებით შემცირდა, ესპანეთის შემთხვევაში გასულ 2022 წლის 5 თვეში სპილენძის მადნები ექსპორტზე არ გაგვიტანია, 2021 წელთან შედარებით კი ამ მიმართულებიდან საქონლის რეალიზებით მიღებული შემოსავალი 227.9%-ით გაიზარდა.

ესპანეთში ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული:

1. მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 39.2 მლნ დოლარი, 19 249 ტონა;
2. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 4.8 მლნ დოლარი, 2 436 ტონა;
3. თხილი და სხვა კაკალი - 3 მლნ დოლარი, 532 ტონა;
4. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 2.4 მლნ დოლარი, 6 040 ტონა;
5. ვერმუტები და ყურძნის სხვა ნატურალური ღვინოები - 430 ათასი დოლარი, 79 ტონა;
6. მანგანუმის ოქსიდები - 350 ათასი დოლარი, 425 ტონა;
7. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 298 ათასი დოლარი, 47 ტონა;
8. ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების - 179 ათასი დოლარი, 45 ტონა;
9. ფეროშენადნობები - 177 ათასი დოლარი, 199 ტონა;
10. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 173 ათასი დოლარი, 29 ტონა.

BM.GE-მ საქსტატიდან ხუთი თვის განმავლობაში ესპანეთში ექსპორტიორი კომპანიების ტოპ-10-ეულიც გამოითხოვა. ეს კომპანიებია: სს რუსთავის აზოტი; შპს Caucasian Metals Terminal; შპს NOCHIOLE; შპს NUTSGE; შპს აისბერგი 2; შპს ემენ ქემიკალ ჯორჯია; შპს ინტერნეშენალ ტრეიდ კო; შპს კ და ქართული სპირტი; შპს როიალნათსი; შპს ჯტჯ პლას.

ამ პერიოდისთვის ესპანეთიდან იმპორტიც რეკორდულ მაჩვენებელზეა. 5 თვის განმავლობაში საქართველომ ამ მიმართულებიდან 79 მილიონ 804 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 30,7%-ით მეტია. საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, რომ ესპანეთიდან მთავარი საიმპორტო საქონელი მოსაპირკეთებელი კერამიკული ფილებია. იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

1. მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 11.1 მლნ დოლარი, 17 225 ტონა;
2. კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 5.1 მლნ დოლარი, 103 ტონა;
3. მსუბუქი ავტომობილები - 3.4 მლნ დოლარი;
4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 2.9 მლნ დოლარი, 83 ტონა;
5. სხვა ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი - 2.8 მლნ დოლარი, 365 ტონა;
6. პროდუქტები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი - 2.4 მლნ დოლარი, 2 026 ტონა;
7. სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 1.8 მლნ დოლარი, 38 ტონა;
8. მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი - 1.8 მლნ დოლარი, 36 ტონა;
9. კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭისა - 1.8 მლნ დოლარი, 38 ტონა;
10. სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობით - 1.6 მლნ დოლარი, 668 ტონა.

კომპანიების ათეული, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ესპანეთიდან საქონლის იმპორტს ახორციელებდნენ ასეთია: სს გეფა; შპს Best Retail Georgia; შპს Fashion Retail Georgia; შპს Master Retail Georgia; შპს Mega Store Georgia; შპს Spanish Retail Georgia; შპს აკა; შპს დემასი; შპს კომპანია ჯაოკენი; შპს მოდუსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები