მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდეოთის მთავრობა კრიპტოვალუტების გამოყენების აკრძალვას გეგმავს

619f9b9d519ab
ნათია თაქთაქიშვილი
25.11.21 22:20
976
ინდოეთის მთავრობა კრიპტოვალუტების, მათ შორის ბიტკოინის გამოყენების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ინდოეთის მთავრობამ ახალი კანონპროექტი უკვე წარადგინა, რომელმაც მოლოდინები კრიპტოვალუტების მიმართ რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გააქარწყლა.

კანონპროექტი მიზნად ისახავს, განსაზღვროს რეგულირების ჩარჩო ინდოეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტისთვის და აკრძალოს ყველა კერძო კრიპტოვალუტა, მაგალითად როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი.

BBC-ის ცნობით, აღნიშნული კანონპროექტის წარდგენის შემდეგ ინდოეთის საფონდო ბირჟაზე, კრიპტოვალუტის ღირებულება მნიშვნელოვნად დაეცა. მსოფლიოში წამყვანი ციფრული ვალუტა Bitcoin 13%-ით გაუფასურდა, ხოლო Dogecoin-ი 17%-ით.