მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Independent-ი: Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა აშშ-ში მომავალი კვირიდან დაიწყება

5e6f223c225f6
ნათია თაქთაქიშვილი
16.03.20 11:34
956
აშშ-ში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ტესტირება ადამიანებზე მომავალი კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა Independent-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვაქცინის ტესტირების პირველი მონაწილე მომავალი კვირის ორშაბათს მიიღებს ექსპერიმენტულ ვაქცინას, რათა შეამოწმონ მედიკამენტის გვერდითი ეფექტები.

აღნიშნული პრეპარატის კლინიკური ტესტირება სიეტლში Kaiser Permanente Washington Health Research Institute-ში ჩატარდება და National Institutes of Health-ის მიერ ფინანსდება, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვაქცინის კლინიკური ტესტირება წარმატებით ჩაივილის, მედიკამენტის სრულყოფილ გამოცდას ერთ წელზე მეტიც შეიძლება დასჭირდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე, ასევე, მუშაობენ სხვა ფარმაცევტული კომპანიები, მათ შორის University of Queensland-ი ავსტრალიაში. კომპანია აცხადებს, რომ მედიკამენტის ტესტირებას ამჟამად ცხოველებზე ახდენს.

ვაქცინის განვითრებასთან დაკავშირებით, ასევე, იმედით არის განწყობილი კიდევ ერთი ფარმაცევტული კომპანია Inovio Pharmaceuticals-ი. კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი მედიკამენტის გამოცდას მომავალი თვიდან დაიწყებენ.

16 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 169,904 შემთხვევაა გამოვლენილი; გარდაიცვალა 6,520 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 77,776 ადამიანი.